ქართველი კანონიერი ქურდების გავლენები ევროპაში - რომელი კრიმინალი რომელ ქვეყანას აკონტროლებს?

  • ვერსია
  • 14 მარტი 11:51, 2018 წელი

რუსეთში კრიმინალური ავტორიტეტების დასჯასთან დაკავშირებით იგივე ისტორია მეორდება, რაც საქართველოში იყო. ქართველი კანონიერი ქურდები თავის დამკვიდრებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანებში ცდილობენ. 

თუმცა იქ ადრე წასულ ქურდებს გავლენების სფერო უკვე გადანაწილებული აქვთ და მათ დათმობას ასე ადვილად არ აპირებენ.


"ეს იქნება ომი ტერიტორიებისთვის, რასაც არაერთი ქურდი შეეწირება. თურქეთი ნადირ სალიფოვს, იგივე გულის და მინდია გორაძეს, იგივე ლავას ოღლის უჭირავთ, საბერძნეთს და ესპანეთს ლაშა შუშანაშვილი აკონტროლებს, იტალიაში მერაბ ჯანგავაძეა დამკვიდრებული, ჩეხეთში - გია ხმელიძე, იგივე ხმელო და ასეა, სულ ნაჭერ-ნაჭერ აქვთ მთელი ევროპა დანაწილებული. ახლა წარმოიდგინეთ, რმ ევროპაში მიგრაცია 300-მდ ქურდს მოუწევს და ყველა შეეცდება თავისი ნაწილი მიიღოს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოსავალი ერთია - ამდენი ქურდის ადგილი ევროპაში არ არის და ისინი ერთმანეთს დაერევიან. გაიმარჯვებს ის, ვისაც უფრო მეტი იარაღი აქვს და მეტი ხალხი ჰყავს", - ამბობს, "ვერსიასთან" საუბარში რუსეთში მცხოვრები კრიმინალი.

წყარო: ვერსია