"ფროდო" ოჯახის შესაქმნელად მზადაა

  • სარკე
  • 14 მარტი 11:27, 2018 წელი

36 წლის მსახიობი იმედა არაბული ჟურნალ "სარკესთან" ოჯახის შექმნის პასუხისმგებლობაზე მსჯელობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

_ თუ დგას დღის წესრიგში ოჯახის შექმნა


_ ამ ეტაპზე დაოჯახებისთვის ყველანაირად მზად ვარ. ფული თავზე არ გადამდის, შეიძლება ვერც მალდივებზე ვიარო ყოველ თვეს, მაგრამ ცოლის რჩენას თავისუფლად შევძლებ.


_ რა კატეგორიის ქალები მოგწონთ?


_ 25 წლამდე ასაკში ჩემზე გაცილებით უფროსი გოგოები მოწონდა. მხიბლავდა ის, რომ უფრო ჩამოყალიბებულები და რეალიზებულები იყვნენ. 36 წლის ასაკში შეიძლება მომეწონოს ჩემზე უფროსი ქალი, მაგრამ არა ურთიერთობისთვის.


_ თქვენგან სრულიად განსხვავებული ხასიათის გოგო მოგწონებიათ?


 - კი როგორ არა, მაგრამ არსებობს მთავარი ფასეულობები და ღირებულებები, რაშიც ერთმანეთს უნდა ვგავდეთ, თორემ განსხვავებული აზრი პირიქით საინტერესოა.

წყარო: სარკე