ვერაზე მოკლული "კოჭო გოგია" კანონიერი ქურდის "დედ ჰასანის" ნათესავია

  • ვერსია
  • 14 მარტი 10:57, 2018 წელი

11 მარტს, თბილისში, ვერაზე გოგი რატიანი იგივე გოგი ხატოევი, "კოჭო გოგია" - ყოფილი კანონიერი ქურდი მოკლეს.

ვინ არის გოგი ხატოევი და რატომ მოკლეს იგი? პირველ რიგში იმას გეტყვით, ბოლო წლებში იგი ცოლის გვარზე იყო რატიანად ამიტომ ირიცხებოადა. რაც შეეხება მის გვარს ის იეზიდი და ცნობილი კანონიერი ქურდის, "დედ ჰასანის", იგივე ასლან უსოიანის ნათესავია. 


"გოგოას მამა ცნობილი თაღლითი იყო, კოჭო მას ერქვა და მერე გოგიასაც შერჩა ეს სახელი. რომ არა უსოიანი ქურდი ვერ გახდებოდა, მაგრამ როცა "დედ ჰასანი" ცოცხალი იყო მისი გავლენითა და ნათესაობით, გოგია ქურდად მონათლეს, თუმცა ვერ შეძლო ქურდობა და ასევე უმტკივნეულოდ ჩამოართვეს ქურდობის სტატუსი, როგორც მისცეს. ერთი ეგ იყო ელიტარულ საზოგადოებაში იყო გარეული. მეგობრობდა ბუბა კიკაბიძესთან, როგორც ვიცი ნათელმირონობა აკავშირებდა. მერე როცა კანონიერ ქურდებზე კანონი გაამკაცრეს, მან ხმამაღლა თქვა რომ ქურდი არ ვარო, მაგრამ ამის მიუხედავად ამისა უბნის "ბლატატა" მასთან ხშირსად იკრიბებოდა და ბევრ რამეს აყოლებნენ, ბევრი ჰქონდა ნანახი" - წერს "ვერსია". 

წყარო: ვერსია