ავტოგასამართი სადგურები საცობებსა და საავარიო სიტუაციას ქმნის

  • რეზონანსი
  • 13 მარტი 13:18, 2018 წელი

გმირთა მოედანზე, იქ, სადაც საცობები ძალიან ხშირია, 4 ავტოგასამართი სადგურია განთავსებული. "ვისოლი", "ლუკოილი" და "გალფი" "ლაგუნა ვერეს" მხარესაა და მათ აქვთ ცენტრალური გზიდან შესასვლელი და გამოსასვლელი.

რაც შეეხება მოპირდაპირე მხარეს არსებულ "ფრეგოს" სადგურს, ის პირდაპირ სავალ ნაწილზეა. ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან, ერთი მხრივ, საცობები და საავარიო სიტუაციები იქმნება, მეორე მხრივ კი, ირღვევა უსაფრთხოების სტანდარტები.

წყარო: რეზონანსი