"პოლიციელის ხელფასი გაიზრდება"

  • 4 მარტი 23:30, 2018 წელი

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში პოლიციელის ხელფასი არაადეკვატურია.
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ პირი, რომელიც სხვის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი ხელფასი 800 ლარი არ უნდა ჰქონდეს.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიცლელების ხელფასი ოპტიმიზაციის ხარჯზე ეტაპობრივად გაიზრდება.

"პოლიციელის ხელფასი რა თქმა უნდა არაადეკვატურია. არ შეიძლება 800 ლარი იყოს ადეკვატური ხელფასი, როცა ადამიანი პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და პასუხისმგებელია მეორე ადამიანის სიცოცხლეზე, უსაფრთხოებსა და ჯანმრთელოაბზე. ამაზე დავაც კი არ შეიძლება. ის ეკონომია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ოპტიმიზაციის ხარჯზე, სამოქალაქო თანამდებობებზე გადმომისამართებული იქნება ამ ადამიანების ხელფასების ზრდაზე. ზედმეტი რგოლები არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ზოგიერთ სამმართველოს უფროსს ჰაყვდა ორი მოადგილე და ა.შ,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში.