სამგორში ხანძრის ადგილას 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს

  • 4 მარტი 10:07, 2018 წელი

სამგორში, ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

როგორც "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაუნცხადეს, დამწვარია 2 ათასი კვ.მ ფართობი. ადგილზე 30 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობს.


"გიორგი ნადარეიშვილის ქუჩაზე იწვის ერთსართულიანი საწყობის შენობა და მასში განთავსებული ხის მასალა 2000 კვ.მ-ზე. მობილიზებულია 30 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი"- განაცხადეს უწყებაში.


ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.


სამგორში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.