ანჯელინა ჯოლის ნერვული აშლილობა აქვს

  • primenewsgeorgia.ge
  • 2 მარტი 14:12, 2018 წელი

იმის მიუხედავად, რომ ანჯელინა ჯოლი 2106 წელს ბრედ პიტს გაშორდა, ამბობენ, რომ დღემდე მის გამო ეჭვიანობს.

როგორც გამოცემა The National Enquirer-ი წერს, მსახიობმა ნერვული სტრესი მიიღო, როდესაც შეიტყო, რომ მისი ყოფილი ქმარი ჯენიფერ ენისტონს დაუბრუნდა. გამოცემის წყარომ დაინახა როგორ ტოვებდა განადგურებული ენჯი ფსიქოთერაპევტის კაბინეტს.


„ანჯელინა ჯოლის გული ძალიან ეტკინა, როდესაც გაიგო, რომ ჯენიფერსა და ბრედს კვლავ ერთად ყოფნა სურდათ. ის ვერც იფიქრებდა, რომ ოდესღაც ეს მოხდებოდა. ფსიქოთერაპევტი მას დაძაბულობის მოხსნაში ეხმარება. ანჯელინა ექიმთან კვირაში ერთხელ დადის, თუმცა შესაძლოა ვიზიტების რაოდენობა გაზარდოს“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.


ჯენიფერ ენისტონმა ჯასტინ ტერუსთან განქორწინების შესახებ ოფიციალურად გასულ თვეს განაცხადა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მანამდე მსახიობი ყოფილ ქმარს ბრედ პიტს შეხვდა. თაყვანისმცემლებმა ივარაუდეს, რომ შესაძლოა, ყოფილი ცოლ-ქმარი ისევ შერიგდეს.

სრული ვერსიის ნახვა primenewsgeorgia.ge