"ჩემი შვილი უნდა დაბადებულიყო, რომ მამამისზე უარი მეთქვა"

  • სარკე
  • 28 თებერვალი 14:47, 2018 წელი

მომღერალმა ინდირა ჯგერენაიამ შვილის დაბადების შემდეგ მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვს შენი შვილის მამასთან?
- არანაირი. ჩვენ მხოლოდ ანდრია გვაერთიანებს. ბავშვის სანახავადაც ისეთ დროს მოდის, როცა სახლში არ ვარ. როდესაც ბავშვს მისცა გვარი, იქ დავამთავრეთ ყველაფერი. მასთან ურთიერთობა არასოდეს მინანია. მით უმეტეს, ისეთი მაგარი შვილი მყავს, რომ ამაზე ფიქრიც ზედმეტია.


- ანდრიას დაბადებამ თქვენს ქალურ გამოცდილებას რა შესძინა?
- შვილის დაბადების შემდეგ გავიაზრე, რომ არავინ ღირს ნერვიულობად. არ ვიცი, აქამდე მის გარეშე როგორ ვცხოვრობდი, თითქოს აღარც მახსოვს რა იყო მაშინ. ანდრიამ მომცა სტიმული და ვიცი, რა მინდა მომავალში. ძალიან ემოციური გავხდი. ახლა უარესი გიჟი ვარ, ვიდრე ვიყავი. ალბათ, ანდრია უნდა დაბადებულიყო, რომ მამაისზე უარი მეთქვა.


- რა დათმობაზე წასულხართ ანდრიას გამო?
- სანამ გავაჩენდი, ვაპირებდი, წავსულიყავი ქვეყნიდან. უცხოეთიდან მთავაზობდნენ კონტრაქტებს, მაგრამ, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი, კარიერაზე უარი ვთქვი. წამოიზრდება და მერე დავგეგმავ რაღაცეებს.

წყარო: სარკე