"ტარიელ ონიანი კალაშოვის წინააღმდეგ ბრძოლაში "გულის" დაუჭერს მხარს"

  • ვერსია
  • 28 თებერვალი 12:08, 2018 წელი

რუსეთი "ასლან ბათუმსკის" საქართველოში დეპორტაციას ითხოვს - ამ სათაურით, გაზეთი "ვერსია" დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს და კრიმინალურ სამყაროში, ავტორიტეტებს შორის ურთიერთობებს მიმოიხილავს.

მასალაში ნათქვამია, რომ გასულ კვირას, მოსკოვის ციხიდან კანონიერი ქურდი, ასლან ქობულაძე, იგივე "ასლან ბათუმსკი" გათავისუფლდა. როგორც ცნობილია, ის გათავისუფლებისთანავე დააკავეს და მისი დეპორტაცია თურქეთში მოხდება.


"თურქეთი ქართველი კანონიერი ქურდების მიღებაზე უარს არც მანამდე ამბობდა, ხოლო მას შემდგ, კი რაც სტამბოლში ნადირ სალიფოვი, იგივე "გული" დასახლდა, ჩვენი მეზობელი ქვეყანა ქურდებისთვის ნამდვილ სავანედ იქცა. სალიფოვს კი თურქეთი ჯოჯოხეთად ექცა. მოგეხსენებათ, მას ძალიან ბევრი კრიმინალი დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, უკვე გადანაწილებული გავლენის სფეროები "გულიმ" ახლიდან გადაანაწილა. ამას გადანაწილებაც არ ჰქვია ყველაფერი თავისთვის მოინდომა და მიიღო კიდეც. შედეგად ამ ყველაფერს არაერთი "კანონიერი ქურდის" ინტერესი და მისი მხარადაჭერის სიცოცხლეც შეეწირა. ქურდების უმრავლესობამ დუმილი და ბედთან შეგუება არჩია, რადგან ისედაც დასუსტებული კრიმინალური სამყარო ახალი ომისთვს მზად არ აღმოჩნდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც "გულის" თარეშისგან შეგუებას არ აპირებენ. როგორც ამბობენ, სალიფოვთან დაპირისპირებულმა მხარეებმა მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და ეს საქმე სომეხ "კანონიერ ქურდს", ანდრანიკ სოღოიანს დაავალეს. სოღოიანს ამის გამოცდილება ნამდვილად აქვს, რადგან, როგორც ამბობენ, 22 დეკემბერს, თურქეთში ჩაცხრილული დავით ალხანაშვილი, იგივე დათო პანკისელი სწორედ სოღოიანის ხელით არის ლიკვიდირებული. სავარაუდოდ, სოღოიანის შესაძლებლობებში ეჭვი არ ეპარება თავად სალიფოვს და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მან საცხოვრებელი სახლი შეიცვალა", - წერს გამოცემა.


"ახალი სახლი სადაც სალიფოვი გადავიდა საცხოვრებლად, ციხე-სიმაგრეს ჰგავს, მისი მფლობელი სახლის გაყიდვას არ აპირებდა, თუმცა "გულის" ხალხი ესაუბრა და იმდენად დიდი თანხა გადაუხადეს რომ მან უარი ვეღარ თქვა. ახლა სალიფოვის პირადი დაცვის გარდა, გარე პერიმეტრზე სახელმწიფოს ოფიციალური დაცვა იცავს. ისინი სალიფოვმა დაიქირავა და მხოლოდ დაცვაში დღეში აზერბაიჯანელი ქურდი 25 ათას დოლარს იხდის. თურქეთის პოლიციაში კი დღეში რამდენიმე შეტყობინება შედის იმის თაობაზე, რომ სალიფოვის სახლში აურაცხელი იარაღი ინახება, თუმცა პოლიციამ ეს ინფორმაცია მხოლოდ ერთხელ გადაამოწმა და მას შემდეგ ზარებს უყურადღებოდ ტოვებს, რადგან "გულის" ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გავლენიანი მეგობრები ჰყავს", - წერს თურქული პრესა.


მოგეხსენაბთ მთელი ქურდული სამყარო ახლა იმისთვის იბრძვის, რომ როგორმე მოახერხონ და შაქრო კალაშოვი ციხიდან დაიხსნან. საამისოდ ათეულ მილიონობით დოლარის მობილიზებაც მოხდა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. მეორე მხრივ, იმასაც ამბობენ, რომ თავად ნადირ სალიფოვი არანაკლებ თანხას იხდის იმისთვის, რომ კალაშოვი ციხიდან არ გაუშვან და რაც შეიძლება დიდი "სროკი" მისცენ. კალაშოვის გამოსვლა რამდენიმე თვეში მოოქროვილ და მყარად დადგმულ ტახტს შეარყევს და "გულის" ეს არ უნდა.


"რეალურად, კალაშოვი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია სალიფოვის თავგასულობას ბოლო მოუღოს, თუმცა ციხიდან მისი გამოსვლის შანსი მცირეა. სამაგიეროდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს ტარიელ ონიანი, თუმცა ძალიან საეჭვოა, ტარო "გულის" დაეჯახოს. უფრო პირიქით, ისი მისი თანამოაზრე გახდება კალაშვის წინააღმდეგ ბრძოლაში. თანაც, ონიანმა ყველაზე კარაგდ იცია, რომ მას რუსეთში არავინ გააჩერებს და ევროპისკენ მოუწევს გეზის აღება, სადაც ძალიან მყარად არის კალაშოვის მარჯვენა ხელი ლაშა შუშანაშვილი. შესბამისად, ონიანს სალიფოვის დარი ადამიანი ჰაერივით სჭირდება და ამიტომ მის წინააღმდეგ არ წავა. პარალელურად, სალიფოვის მხარეს დგას მინდია გორაძე. ლავას ოღლი, რომელასაც განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვს აჭარაში და სწორედ აჭარის გამო, თურქეთმა სასთბურე პირობები შეუქმნეს. რა იქნება მომავალში, არავინ იცის, მაგრამ თავად გული და მისი გარემოცვა, სერიოზულ თავდასხმას ელიან და საამისოდ მზად არიან", - წერს "ვერსია" თურქეთში მყოფ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე დაყრდნობით.

წყარო: ვერსია