ის, რაც კაცს ხიბლავს

  • თბილისელები
  • 27 თებერვალი 18:24, 2018 წელი

რა ხიბლავს ქალში მამაკაცს ყველაზე მეტად? – ამ კითხვაზე პასუხი ყოველთვის არაერთგვაროვანია. მამაკაცების უმრავლესობას ამ საკითხზე თავისი მოსაზრება აქვს.

თუმცა, რაღაცებში ისინი თანხმდებიან. მაგალითად, გამოკითხვებით ცნობილი გახდა, რომ...


1. მამაკაცი იხიბლება, როცა ხედავს, ქალი მისით დაინტერესებულია: აინტერესებს მისი ცხოვრება, მისი მოსაზრებები და შეხედულებები.


2. როგორც აღმოჩნდა, კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ოჯახი. ის, თუ როგორი ძმა, და და მშობლები ჰყავს მას. შეიძლება, ხმამაღლა არ თქვას, მაგრამ ყურადღებიდან არ გამოეპარება.


3. მამაკაცი იხიბლება ყურადღებიანი ქალით. ანუ, იმ ქალით, რომლის გვერდითაც თავს ნებისმიერ დროს კარგად გრძნობს.


4. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელიც სხვების მიმართ კეთილგანწყობილია და იცის, როგორ წავიდეს კომპრომისზე.


5. მამაკაცს აუცილებლად მოეწონება ქალი, რომელიც იღებს მას ისეთს, როგორიც არის და არ ცდილობს, შეცვალოს.


6. მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ხშირად ეხება. ის იხიბლება ქალით, რომელმაც იცის, როგორ დაუდგეს გვერდით და დაეხმაროს.


7. მამაკაცს არ გამოეპარება და აუცილებლად მოიხიბლება მისით, თუ ქალმა იცის, რა სურს ცხოვრებაში.


8. კაცები აფასებენ იუმორის გრძნობას ქალში და მოსწონთ, როცა მას შეუძლია, კაცი გააცინოს.


9. მამაკაცი იხიბლება ქალით, რომელსაც შეუძლია დაინახოს და აღიაროს საკუთარი შეცდომა. კაცებს უყვართ კეთილი ქალები და ისეთები, რომლებიც არ ართულებენ ურთიერთობას.


10. კაცს უნდა გვერდით ქალი, რომელსაც შეუძლია, მკაფიოდ და ნათლად თქვას, რა სურს და არ ელოდება, როდის მიუხვდებიან, მას იმას, რაც გულში გაივლო. ანუ, მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მას ცხოვრებას უმარტივებს.


ყველა კაცს უნდა გვერდით ისეთი ქალი, რომელიც მის გარშემო ტრიალებს და ხელს შეუწყობს წარმატების მიღწევაში.


ყველა მამაკაცი იხიბლება სტაბილური და გაწონასწორებული ქალით, რომელიც მის ცხოვრებას უკეთესს გახდის.

წყარო: თბილისელები