ასტროლოგიური თვალსაზრისით წინაპართა ცოდვები გადადის შთამომავლებზე

  • თბილისელები
  • 26 თებერვალი 18:13, 2018 წელი

გენებსა და ბედისწერას შორის პირდაპირი კავშირია. ამ მხრივ, ზამთარში და გაზაფხულზე დაბადებულები გამოირჩევიან. ამიტომ, არ შეიძლება, ამ პერიოდში დაბადებულმა ადამიანმა საკუთარი ბედი დაწყევლოს.

ასევე, არსებობს მათთვის განსაკუთრებულად საშიში პერიოდები, როცა ერთი გაუაზრებელი ფიქრიც კი, საშიში ხდება. შესაძლოა, ამან საერთოდ თავდაყირა დააყენოს მათი ბედ-იღბალი. ასტროლოგიაზე დაყრდნობით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბედისწერაც და წინაპართა ცოდვებიც, ნამდვილად გადადის გენეტიკურად შთამომავლებზე. სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე და კონტროლი თითოეულ ქცევასა და სიტყვაზე.


ასევე, არსებობს დღეები, როცა კატეგორიულად იკრძალება სხვა ადამიანზე ნეგატიური ზემოქმედება, აზრის ან ფიქრის დონეზეც კი. ამით მათ ბედს ცვლით და შესაძლოა, ამ, ერთგვარად გაუაზრებელი საქციელით, პრობლემები შეუქმნათ ცხოვრებაში.


ზოგს, საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და სწორედ, აქ ცდება. გენური კოდის საშუალებით ვიღებთ მემკვიდრეობით: გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედისწერასაც კი. წინაპართა არასწორი ცხოვრების წესი შთამომავლის ბედისწერაზე რომ ნამდვილად აისახება, ამის უამრავი მაგალითი არსებობს. აქედან გამომდინარე, არც ახალშობილი იბადება უცოდველი და ამას განაპირობებს მისი კარმა: გენების საშუალებით მიღებული პროგრამა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო წილად. სწორედ ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს წინაპრებს მიუძღვით. ის კარმული ვალები კი, რაც მათ სიცოცხლეში გადასახდელი დარჩათ, ჩვენზე გადმოდის და სწორედ ჩვენს გენებში იწერება. ასე რომ, თითოეული ჩვენგანი გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია.
ბევრი არ უფიქრდება საკუთარ ქცევას, ცოდვას სჩადის, შემდეგ კი წუხს და უკვირს, რატომაა მისი შთამომავალი წარუმატებელი. გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, ძირითადად, თაობის გამოტოვებით მიმდინარეობს, ანუ, ბებია-ბაბუის ინფორმაციის გადამტანები შვილიშვილები არიან და ბედისწერასაც, სწორედ მათგან იღებენ. ასევე, ესა თუ ის პროგრამა, დაახლოებით, 35-40 წლის ასაკამდე ყალიბდება. აქედან, წინაპრების მიერ სწორედ ამ ასაკამდე შექმნილი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური გენური პროგრამა, ზუსტად გადადის მომავალ თაობაზე. პრობლემა მანამ გასდევს თაობიდან თაობას, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება. მაგალითად, ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილებასაც ეს განსაზღვრავს. თუ ბაბუა ამ პრობლემას ვერ ართმევდა თავს, მაშინ ის შვილიშვილსაც გადაეცემა. მკვლელის უცოდველი შთამომავალი კი, სხვაზე მეტად ისჯება. ის ან თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ან უკურნებელი სენით იღუპება, ანდა ცხოვრებაში უამრავ წინაღობასა და პრობლემას აწყდება და ამის გამო ხშირად დეპრესიაში ვარდება. ამიტომ, კარმულ ცოდვაზე დიდი ცოდვა დედამიწის ზურგზე არ არსებობს. თუმცა, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი მხოლოდ წინაპართა ბრალი არ არის. თითოეული ადამიანი ცხოვრების განმავლობაში არაერთგვარ პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში. მაგრამ, როცა მემკვიდრეობითი პრობლემების დამუშავება და გადახდა შეუძლებელი ხდება გენეტიკური ხაზით, ამ დროს გვარი არსებობას წყვეტს. როგორც იტყვიან, ასეთ ოჯახებში გვარის გამგრძელებელი არ იბადება.
არსებობს ისეთი დღეები, როცა გენური კოდი გააქტიურებულად მოქმედებს ადამიანზე და ამ დროს წარმოთქმული ან გაფიქრებული აზრიც კი, კონკრეტული ადამიანის ბედზე ნეგატიურად აისახება.
ასეთი ქცევისთვის საშიში დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. ამ დროს ადამიანზე ცუდის გაფიქრებაც კი, შესაძლოა, მისმა გენურმა პროგრამამ შეიწოვოს და მის ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ასევე, არსებობს თვის გარკვეული რიცხვები, როცა ასევე, სახიფათოა ადამიანის მიმართ ნეგატიური აზრებისა და ფიქრების გაგზავნა. ამ დროს ადამიანის კოდური პროგრამა ზედმეტად გააქტიურებულია და, შეიძლება, მისი ბედი უარესობისკენ შეტრიალდეს. ასეთი სახიფათო და ფრთხილად გასავლელი დღეებია: იანვარში – 1, 3, 7, 9, 15, 21, 23, 29 და 30; მარტში – 1, 9, 13, 18, 30 და 31; მაისში – 9, 13, 15, 19, 21, 22 და 27; ივნისში 9, 12, 23, 29 და 30; სექტემბერში – 1, 3, 6, 7, 14, 19, 23 და 29; ნოემბერში – 3, 5, 8, 10, 25, 28 და 29; დეკემბერში – 1, 2, 3, 8, 9, 16, 17, 24, 25, 28, 29 და 31.

წყარო: თბილისელები