"კანონიერი ქურდები" კალაშოვის დასახსნელად 80 მილიონ დოლარს აგროვებენ

  • ვერსია
  • 21 თებერვალი 11:18, 2018 წელი

"კანონიერი ქურდები" კალაშოვის დასახსნელად 80 მილიონ დოლარს აგროვებენ - ამ სათაურით გაზეთი "ვერსია" დღევანდელ ნომერში მასალას აქვეყნებს.

გამოცემა საბერძნეთში, მყოფ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტზე დაყრდნობით ქურდულ სამყაროში გამიმდინარე მოვლენებს ავრცელებს.


"გასულ კვირას, თურქეთში საბერძნეთიდან ორი კანონიერი ქურდი ჩავიდა. გაიოზ ზვიადაძემ და ზაალ მახარობლიძემ, იგივე "გლეხოვიჩმა", დღეისთვის ყველაზე გავლენიანი ქურდი, ნადირ სალიფოვი საქართველოში დაბადებული წარმოშვებით აზერბაიჯანელი იგივე "გული" მოინახულეს. არადა, "გული" საბერძნეთში უშუალოდ ლაშა შუშანაშვილმა მიიწვია თუმცა მან მიწვევა არ მიიღო. სწორედ ამის შემდეგ მოხდა "ბერძნული დელეგაციის" წასვლა სტამბოლში. საუბრის მთავარი თემა არსებული დაპირისპირებაა. "გულიმ" ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბევრი რამ ძალით წაიღო. მოსკოვს პრაქტიკულად ის აკონტროლებდა და ეს მაშინ, როცა მოსკოვიდან ადგილობრივი სმართალდამცველები ფაქტიურად ყრიან. ვინც "გულის" მშვიდად დამორჩილდა, არაფერი დამუქრებია, ვინც შეეწინააღმდეგა მისი ობიეტქები დაარბიეს, ადამიანები დაჭრეს, გაიტაცეს... ქურდებმა თქვეს, რომ ომი უნდა დასრულდეს და ტერიტორიების გადანაწილება მშვიდად უნდა მოხდეს, რაზეც სალიფოვი დათანხმდა. ამის შემდეგ, საუბარი იმ გარემოცვაზე წავიდა, რომელიც "გულის" თურქეთში ახვევია. აზერბაიჯანელ ავტორიტეტს სტამბოლში ძალიან ბევრმა ჩააკითხა და მის ფრთის ქვეშ გააერთიანა. მათ შორის არიან ნიკა დგებუაძე, იგივე "ნიკა გაგრინსკი", გოჩა კევლიშვილი, იგივე "გოჩა რუსთავსკი" და მერაბ მზარეულა, იგივე "დუაიაქე" . ამ სამ ქურდთან ბერძნულ კლანს პრეტენზიები აქვეს და "გულიმაც" თქვა, რო ამ პრეტენზიების განხილვა მხოლოდ თურქეთში მოხდება. ამის შემდეგ, ზვიადაძე და მახარობლიძე საბერძნეთში წავიდნენ და თქვეს, რომზემოთჩამოთვლილსამ ქურდს სტატუსი დროებით შეუჩერეს.


ამ ყველაფერტს "გულის" გაცოფება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, რომ მას ქართველმა ქურდებმა შეუსრულეს, რადგან დააფიქსირეს, რომმისი გარემოცვის წევრებთან პრეტენზიები აქვთ და მერე თქვეს, რომ ისინი ქურდები არ არიან, რაც ქურდული "კარაბადინით" სავსებით დასაშვებია. საბოლოოდ ჯამში კი ისე გამოვიდა, რომ "გული" სატატუსშჩერებული ქურდებს მფარველობს რაც ქურდუისთვის მომაკვდინებელი ცოდვაა.


პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული მართლმსაჯულებისგან დასახსნელად კრიმინალური ავტორიტეტები თანხას აგროვებენ. ცნობილია, რომ კალაშოვის თავისუფლებაზე გამოსვლის პერსპექტივა ნულს გაუტოლდა. არადა კანონიერი ქურდები დიდის ამბითაგროვებდნენ ფულს იმისტვის, რომ კალაშვი დაეხსნათ და ამბობდნენ, კიმინალური სამყაროს მეთაურის თავისუფლება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდებაო, თუმცა თანხის არსებობის მიუხდავად, როგორც ჩანს, რუსლმა სამართალდამცველებმა კალაშობის "გასროკვა" ღირსების საქმედ მიიჩნიეს და ძალიან დიდი ალბათობით, პროკურატურას მოთხოვნილი 10 - წლიანი სასჯელიდან, მოსამართლე 8 წელს დაუკმაყოფილებს, რაც კალაშოვის კრიმინალური საგის დასასრულის დასაწყისი იქნება", - ნათქვამია სტატიაში.

წყარო: ვერსია