პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში ''საეჭვო ნივთს'' ეძებს

  • ipress.ge
  • 13 თებერვალი 21:16, 2018 წელი

ლონდონში პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტის შენობაში ზოგიერთ "ინციდენტს" სწავლობს,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, პოლიციამ შენობაში "საეჭვო პაკეტი" აღმოაჩინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ინციდენტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის თაობაზე პოლიციას უნდა მიმართონ.


როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარლამენტთან ახლოს ქუჩები არ გადაკეტილა. აღმოაჩინეს თუ არა სახიფათო ნივთიერება, ამ დროისთვის უცნობია. 


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონ სითის აეროპორტი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო დაიხურა.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge