პედაგოგებს ბიულეტენის თანხა სრულად აუნაზღაურდებათ

  • imedinews.ge
  • 13 თებერვალი 20:16

პედაგოგებისთვის ბიულეტენის თანხის ანაზღაურების შესახებ ცვლილება „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში შევიდა.

„საჯარო სკოლების მასწავლებლისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.


დღიური თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატები) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე,“- ნათქვამია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  დავით სერგეენკოს 2018 წლის 10 იანვრის ბრძანებაში.


ბრძანებაში მითითებულია, რომ ცვლილება გამოქვეყნებისთანაზე ანუ 10 იანვრიდან უკვე ამოქმედდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge