საქართველოს პროკურატურას სააკაშვილის საკითხზე კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან

  • 13 თებერვალი 17:03

საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ უწყებებს 2017 წლის აგვისტოში მიმართა, რის შესახებაც პროკურატურამ შესაბამისი ინფორმაცია გაავრცელა.

ძებნილ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ პროკურატურას, როგორც ყველა სხვა ძებნილი პირის შემთხვევაში, კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და ახორციელებს კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამის სამართლებრივ პროცედურას სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.

რაც შეეხება საქმის სხვა დეტალებს, სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დამატებით კომენტარი არ გაკეთდება.