პაატა თედიაშვილმა იმიჯი შეიცვალა - მომღერლის მორიგი პროვოკაცია თავისუფალ სექსზე

  • primetime.ge
  • 13 თებერვალი 16:53

მომღერალმა პაატა თედიაშვილმა იმიჯი შეიცვალა. მანვე გაგვიმხილა, რომ იმიჯის შეცვლა მისი რეპერტუარის ცვლილებას უკავშირდება. მომღერალი მირიგი პროვოკაციისთვის ემზადება. 

პაატა თედიაშვილი:


- რეპერტუარის ცვლილებამ განაპირობა იმიჯის შეცვლაც.


- ანუ, ვინაიდან თქვენი სიმღერები ჩოხა-ახალუხს აღარ საჭიროებს, გადაწყვიტეთ რომ თმაც დაიმოკლოთ?


- კი, ასეა. გრძელი თმა შუასაუკუნეებს უფრო უხდებოდა.


- თავად თუ ხართ კმაყოფილი ახალი ვარცხნილობით?


- კი, შეიძლება ითქვას, რომ დავისვენე. რთული მოსავლელია ნამდვილად. 


- ახალ „ბომბს“ ხომ არ გვიმზადებ?


- არ ვიცი რამდენად იქნება ბომბი, მაგრამ ახალს ვამზადებ. იქნები ბევრი გართობა, თავისუფალი თემები, ჰორმონები... მგონი შეეჩვია უკვე საზოგადოება ჩემგან პროვოკაციებს, არ მგონია „ბომბი“ აფეთქდეს. მაგრამ შოუში მექნება საინტერესო მომენტები, შოუში, რითიც მივაწვდი ახალ სიმღერას მაყურებელს.


- რაზეა გაკეთებული მთავარი აქცენტი?


- სექსზე. იქნება წყვილი, რომელსაც უყვარს გართობა, ალკოჰოლი, მუსიკა. ორივე სვამს ალკოჰოლს და იწყება თეძოების ბზრიალ-ტრიალი.


- რაგდან წვილზეა სიმღერა, სავარაუდოდ მარტო არ მოგიწევს ბზრიალი...


- მეც ასე ვფიქრობ... სიმღერას ჰქვია „ძინ-ძინ მაგუნინიბა“. გახსოვთ ეს ფრაზა ფილმიდან „რობინზონ კრუზოს თავგადასავალი“. მაგდუც გეხსომებათ ამ ფილმიდან. ჩვენ ხომ ყველას გვაქვს სექსი. თან გვინდა თავისუფალი სექსი გვქონდეს და მუდმივად ღმერთის გვეშინია ან გვაშინებენ. აი ეს ვიღაც მაგდუ, სულ არის ზემოთ და სულ ვითვალისწინებთ. ეს თემაც არის სიმღერაში.


- „პიატნიცა“ იქნება სიმღერაში, ან კლიპში?


- უნდა იყოს. პიატნიცას გარეშე „სრედა“ ვიქნები (იცინის).


- წარმატებას გისურვებთ. 


- დიდი მადლობა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge