1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება

  • newpress.ge
  • 13 თებერვალი 16:09

2018 წლის პირველი აპრილიდან  2006 წლის 1 აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობები იურიდიულ ძალას კარგავს.

მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა 1 აპრილამდე შეეძლებათ. შეცვლის საფასური 15 ლარია.


იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.


მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.


 აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.


 

სრული ვერსიის ნახვა newpress.ge