New York Times-ის ხელმძღვანელი: ბეჭდური მედია 10 წელი იმუშავებს

  • commersant.ge
  • 13 თებერვალი 16:08

New York Times-ის გენერალურმა დირექტორმა, მარკ ტომპსონმა, CNBC-სთან ბეჭდური მედიის მომავალზე ისაუბრა.

„მჯერა, რომ ბეჭდური მედია მომავალი 10 წლის განმავლობაში კიდევ იმუშავებს. ზოგადად კი, ვისურვებდი რომ საგაზეთო მედიამ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს გადარჩენა,“ განაცხადა მან.

"ჩვენს ერთგულ გამომწერებს მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში უნდა ვემსახუროთ, პარალელურად კი ციფრული ბიზნესის განვითარებაზე ვიზრუნოთ. თუკი ამ გზით ვივლით, წარმატებულ, მზარდ კომპანიას მივიღებთ,“ აღნიშნა ტომპსონმა.

ბოლო მონაცემებით, New York Times-ის ბეჭდურ გამოცემას გამომწერები აღარ ემატება. საპირისპირო მდგომარეობაა ციფრულ გამოცემაში - 2017 წლის ბოლო კვარტალში, nytimes.com-ს 157,00 გამომწერი დაემატა, გამომწერებისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 19.2%-ით მოიმატა.

მარკ ტომპსონის მმართველობის პერიოდში, New York Times-ი მსოფლიოში პირველი მედია ორგანიზაცია გახდა, რომლის ონლაინ გამოცემის გამომწერების რიცხვმაც 1 მილიონს გადააჭარბა.

სრული ვერსიის ნახვა commersant.ge