მეცნიერები გლობალური კატასტროფის საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

  • 13 თებერვალი 16:06

ამერიკელი მკვლევარების ჯგუფის მტკიცებით, XXI საუკუნის დასასრულს, მსოფლიოს  სანაპირო ქალაქები დაიტბორება. ამის მიზეზი სულ მცირე 1,5 მეტრით ზღვის დონის ამაღლება გახდება.

მეცნიერების კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.


სპეციალისტებმა 25 წლის განმავლობაში თანამგზავრიდან  მიღებული მონაცემი გაანალიზეს. აღმოჩნდა, რომ 1993 წლიდან მსოფლიო ოკეანის წყლების დონე წელიწადში 0,084 მმ-ით იზრდება. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პერიოდის ზრდის საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 2,9 მმ. შეადგენს, 2005-2100 წლებში ოკეანე 65 სმ. ადიდდება.


ახალ კვლევაში მეცნიერები ოკეანის გაფართოების მიზეზად ყინულის დნობას და ვულკანების აღმოფხვრას ასახელებენ.


მათივე მტკიცებით, წყალდიდობების მიზეზს, რომელიც სამხრეთ ფლორიდაში, ბანგლადეშში, შანჰაიში და ვაშინტონის ნაწილშია მოსალოდნელი, გრენლანდიისა და ანტარქტიდის ყინულების გლობალურ დათბობაში ხედავენ.