პატიმრისადმი არაადამიანური მოპყრობის გამო აშშ-ში სამი პირი გაასამართლეს

  • 1tv.ge
  • 13 თებერვალი 15:42

ვისკონსინის შტატში სამი სამართალდამცველი პატიმრის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამო დააპატიმრეს. მათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, გირაოს სახით კი თითოს 10 ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა.

მილოუკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2016 წელს 38 წლის ტერილ ტომასი გაუწყლოებით გარდაიცვალა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ციხის ზედამხედველმა, ლეიტენანტმა კაშკა მიდორსმაოფიცერ ჯეიმს რემსი გაის დაავალა, მსჯავრდებულის სამარტოო საკანში წყალი გადაეკეტა. მათი თანამზრახველი იყო ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელი ნენსი ევანსი, რომელმაც ზემოთ ხსენებული პატიმრის საკანში სათვალთვალო კამერა გამორთო.


მილოუკის ოლქის შერიფმა რიჩარდ შმიდტმა განაცხადა, რომ პატიმრების წამება მისი ზედამხედველების მიერ საზარელი დანაშაულია, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში დაუშვებელია.


„არავის ვუსურვებ, გამოსცადოს ის, რასაც არაადამიანური მოპყრობა ჰქვია. დამნაშავეს განაჩენი სასამართლომ უნდა გამოუტანოს და არა ცალკეულმა პირებმა“, – განაცხადა შერიფმა.


ტერილ ტომასი მილოუკის ციხეში ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge