ექიმების რეკომენდაციაა, დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალებაზე ინფორმაცია დღეს არ მიაწოდონ

  • pia.ge
  • 13 თებერვალი 14:54

გუგეშაშვილების ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის თქმით, დოდო გუგეშაშვილისთვის, ოჯახის ახლობლებს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს უნდა მიეწოდებიათ. 

თუმცა ადვოკატის თქმით, მედიკოსებმა მათ ურჩიეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ხვალისთვის გადაედოთ.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალებაზე ხვალ ეტყვიან

„დღეს უნდა ეთქვათ ქალბატონი დოდოსთვის შვილის გარდაცვალებაზე, თუმცა მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასურველი იყო, რომ ამ ტიპის ინფორმაცია დღეს არ ეთქვათ. ვვარაუდობთ, რომ ამ ტრაგიკულ ინფორმაციას ხვალ განუცხადებენ,"- განაცხადა გელა ნიკოლეშვილმა.

7 თებერვალს დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge