სამეცნიერო კვლევა: პარაცეტამოლი სქესობრივ ჰორმონებს კლავს, ნაყოფს კი საფრთხეს უქმნის

  • sputnik-georgia.com
  • 13 თებერვალი 14:35

აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლის მწარმოებლები პრეპარატის შეფუთვაზე უკვე მიუთითებენ, რომ მისი გამოყენება ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის.

 

პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითება და ნაყოფის განვითარებაში პრობლემები გამოიწვიოს, ნათქვამია ჟურნალ EBioMedicine-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.
 
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 18 წელზე უფროსი ასაკის 455 ადამიანი მონაწილეობდა. გარდა ამისა, სწავლულებმა ასევე გააანალიზეს 1880 ევროპელი ტყუპის, 1235 აფროამერიკელისა და ესპანური წარმოშობის ადამიანების სამედიცინო გამოკვლევების საარქივო მონაცემები.
 
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა პაციენტს, რომლებიც პარაცეტამოლის შემცველობის მქონე პრეპარატებს იღებდნენ, სქესობრივი ჰორმონების მკვეთრი ნაკლებობა აღენიშნებოდათ, რაც ორგანიზმის 35 წლით დაბერების ეკვივალენტურია.
 
სტატიაში ნათქვამია, რომ ასეთმა კლინიკურმა სურათმა შესაძლოა პლაცენტის დისფუნქცია და სქესობრივი ფუნქციების დარღვევა გამოიწვიოს.


ამას გარდა, ორსულობისას პარაცეტამოლის მიღებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ემბრიონის ნერვული სისტემის განვითარებასაც.


ამავდროულად, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები მიუთითებენ, რომ აღნიშნული კვლევა მხოლოს დაკვირვების მეთოდს ეფუძნება და საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად აუცილებელია შემდგომი კლინიკური ცდების ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მოხალისეთა ერთი ჯგუფი პარაცეტამოლს მიიღებს, მეორე კი პლაცებოს.
 
აღსანიშნავია, რომ პარაცეტამოლის მწარმოებლები პრეპარატის შეფუთვაზე უკვე მიუთითებენ, რომ მისი გამოყენება ორსულებისთვის რეკომენდებული არ არის. მას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში იყენებენ, თუ დედისთვის მოტანილი სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე ნაყოფისთვის მიყენებული ზიანი, თანაც ისე, რომ აუცილებლად მკაცრადაა გაწერილი დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა.

სრული ვერსიის ნახვა sputnik-georgia.com