ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა

  • pia.ge
  • 13 თებერვალი 10:31

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა.

ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.


„როგორც ვიცი, ეკა ზღულაძემ, მას შემდეგ, რაც დაასრულა თავისი კადეცია ჩვენთან პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე, უარი თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა აღადგინა შესაბამისი ორგანოებისადმი მიმართვით. დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, არამედ საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა გრიმჩაკმა.


ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში მიიღო და უკრაინის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მან თანამდებობა 2016 წლის მაისში დატოვა

სრული ვერსიის ნახვა pia.ge