როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?

  • pia.ge
  • 13 თებერვალი 10:29

საქართველოს უმეტეს რაიონში 14 თებერვლის ღამის საათებში წვიმაა მოსალოდნელი.

ამის შესახებ „პირველს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.


ამასთან, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონში თოვლია მოსალოდნელი.


რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დასავლეთ საქართველოში 14 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 17 თებრვლის ჩათვლით გამოიდანრებს, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე მოიმატებს. განსაკუთრებით თბილი ამინდი 15-16 თებერვალს არის ნავარაუდები. ამასთან, დრო გამოშვებით აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.


აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში 17 თებერვლის ჩათვლით უნალექო ამინდია მოსალოდნელი.


ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 17 თებერვლის ჩათვლით კახეთის რაიონში ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5 +10 გრადუსი იქნება, შიდა ქართლში +7 +12.


რაც შეეხება დედაქალაქს, აქ  17თებერვლის ჩათვლით ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ცალკეულ დღეებში მცირე წვიმა, დილის საათებში ნისლი. ჰაერი +9 +11 გრადუსამდე გათბება.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge