გადასახადების შემცირების არნახული ეფექტი

  • 11 თებერვალი 13:26

ჩინეთის ხელისუფლების მიერ მეწარმეობისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამის ამოქმედებიდან, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ქვეყნის ტერიტორიაზე 21,5 მლნ ახალი კომპანია დარეგისტრირდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.


სახელმწიფო მეწარმეებისთვის თანდათან ამცირებს გადასახადებს და ბიუროკრატიულ ბარიერებს, ასევე იკლებს სხვადასხვა მოსაგრებლებიც.


სააგენტოს ცნობით, მეწარმეობის სწრაფმა ზრდამ დადებითი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები და გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები.


„სინხუას“ მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ ჩინეთში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში, 4,2 ათასი ახალი საწარმო შეიქმნა, რომლებიც 120 ათას სტარტაპს ემსახურებიან და ამ გზით $870 მლნ გამოიმუშავეს.


ეკონომიკის სექტორებიდან ყველაზე დინამიურად მზარდი ვაჭრობის სფეროა, თანაც იზრდება ელექტრონული ვაჭრობის წილი. 2017 წელს ჩინეთში ელექტრონული ვაჭრობის მოცულობა 28%–ით გაიზარდა, ხოლო მიწოდების მოცულობა – 30%–ით.