გლდანის ციხის მთავარ მწამებელს 7,5 წელი მისცეს

  • რეზონანსი
  • 7 თებერვალი 10:29, 2018 წელი

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილ უფროს ოლეგ ფაცაციას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"ფაციციას მარტო პატიმრობა კი არ უნდა მიუსაჯო, უნდა ჩამოარხჩო და გლდანის ციხეში უნდა დაკიდო, რომ სხვამ უყუროს და ასეთი რაღაც აღარ ჩაიდინოს", - უთხრა "რეზონანსს" ყოფილმა პატიმარმა ოლეგ ღვალაძემ, რომელიც ამ სასჯელს აპროტესტებს და მას ზედმეტად მსუბუქად მიიჩნევს.

წყარო: რეზონანსი