Falcon Heavy-ის სტარტი წარმატებული აღმოჩნდა

  • M2B
  • 7 თებერვალი 10:03, 2018 წელი

შეერთებულ შტატებში, ფლორიდის სანაპიროზე მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან, 7 თებერვალს, თბილისის დროით 00:45-ზე Falcon Heavy-იმ წარმატებული სტარტი განახორციელა.

რაკეტა ყველაზე მძლავრია რაც კი Space X-ის შეუქმნია. მას 63 ტონა ტვირთის გადატანა შეუძლია, ამჯერად კი 2008 წელს გამოშვებული TESLA-ს პირველი ელექტრომობილი წითელი ფერის, TESLA ROADSTER მიაქვს. კოსმოსური ხომალდი მარსის ორბიტისკენ მიიწევს.


ეს ერთ-ერთი უმთავრესი მოსამზადებელი სამუშაოა მარსზე პილიტირებული მისიისთვის, რომელზედაც ილონ მასკი ოცნებობს. წითელ პლანეტასთან მიახლოებისას, წითელ ელექტრომობილში David Bowie-ის Space Oddity ჩაირთვება.


 


 

სრული ვერსიის ნახვა M2B