რას ყვებიან მეზობლები კაცზე, რომელიც წუხელ ჩაცხრილეს?

  • primetimenews.ge
  • 5 თებერვალი 12:49, 2018 წელი

ლომთათიძის ქუჩაზე, სადაც გუშინ ღამით 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს, ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

როგორც "პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, დავით ქმოსტელი, მეტსახელად "ძივითა" რუსეთში ცხოვრობდა, აქ კი ბავშვობის მეგობართან იყო ჩამოსული. "ბავშვობაში აქ ცხოვრობდნენ, ახლა სახლი დანგრეულია, მშობლები აღარ ყავდა და ბავშვობის მეგობართან იყო ჩამოსული. რუსეთში ცხოვრობდა, თუმცა რას საქმიანობდა იქ არ ვიცი. შემთხვევა დაახლოებით შუა ღამეს მოხდა. არავის არაფერი გაგვიგია", - აცხადებს ლომთათიძის ქუჩის მცხოვრები.


თამაზ ნაკაიძე, რომელიც ასევე იმ ქუჩაზე ცხოვრობს, ამბობს, რომ დავით ქმოსტელს ძველ სამოსახლოზე სახლის აშენება უნდოდა. "შემთხვევა როგორც ვიცი, იმ სახლში მოხდა, სადაც სტუმრად იყო. სამი პირი შეუვარდა იარაღით.


ხმაურზე რომ გამოვედი, უკვე ძირს ეგდო და მკვდარი იყო",- აცხადებს თამაზ ნაკაიძე. სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა, მედიასაშუალებებთან კომენტარს არ აკეთებენ.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge