საფრანგეთში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს

  • 1tv.ge
  • 31 იანვარი 11:52, 2018 წელი

საფრანგეთში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

დაკავებული მამაკაცების ასაკი 30-დან 36 წლამდეა. ისინი ეჭვმიტანილები არიან თავდამსხმელებისთვის იარაღის მიწოდებაში. ეჭვმიტანილები საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დააკავეს.


ჟურნალის Charlie Hebdo-ს რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი.


თავდამსხმელები ძმები აღმოჩნდნენ, ისინი სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მოგვიანებით, 9 იანვარს მათი თანამზრახველი ამედი კულიბალი პარიზის სამხრეთ გარეუბანში პოლიციელი მოკლა და მაღაზია Hyper-Cacher-ში მძევლები აიყვანა, სადაც კიდევ ოთხი ადამიანი მოკლა. პოლიციამ ის სპეცოპერაციის დროს მოკლა.

წყარო: 1tv.ge