უვიზო მიმოსვლის გამო ემიგრაცია გაიზარდა

  • რეზონანსი
  • 30 იანვარი 13:09, 2018 წელი

საქართველოდან მასობრივი ემიგრაცია გასული საუკუნის ბოლოდან დაიწყო და სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, წავიდეს საზღვარგარეთ, რათა იქ მოიწყოს მომავალი.

ბოლო 2 წელიწადში მიგრაციის სალდო ისევ სწრაფად გაუარესდა, ვიზალიბერალიზაციამ იმ ადამიანებსაც გაუღვივა სამუშაოს საძებნელად წასვლის სურვილი, რომლებიც ადრე არ ფიქრობდნენ ქვეყნის დატოვებას.


გამარტივებული სავიზო რეჟიმის დამრღვევთა რაოდენობა კი იზრდება, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს დემოგრაფიულ ვითარებას აუარესებს, მეორე მხრივ კი, ქვეყნის იმიჯსაც აზარალებს.

წყარო: რეზონანსი