აშშ–ის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს „კრემლის მოხსენება“ წარუდგინა

  • M2B
  • 30 იანვარი 09:38, 2018 წელი

ამერიკის ფინანსთა მინისტრმა კონგრესს „კრემლის მოხსენება“ წარუდგინა, რომელშიც 210 სახელი და გვარია შეტანილი.

აშშ–ის „კრემლის სიაში“ რუსეთის ფედერაციის 114 მსხვილი მაღალჩინოსანი და სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელები, ასევე 96 ოლიგარქი მოხვდა.


კონგრესისთვის გადაცემული „კრემლის მოხსენება“ არ შეიცავს იმ პირთა სიას, რომელთა წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.


„კრემლის სიაში შეყვანილი არიან რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, მათ შორის ვოინო, გრომოვი, პესკოვი და სურკოვი. სიაში არიან ასევე მატვიენკო, ვოლოდინი, სეჩინი, მილერი, ნარიშკინი და ბორტნიკოვი.


„კრემლის ანგარიში“ შეავსო 96–მა რუსმა ოლიგარქმა.  მათ შორის არიან მეწარმე ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კერიმოვი და „კასპერსკის ლაბორატორიის“ შემქმნელი ევგენი კასპერსკი.

სრული ვერსიის ნახვა M2B