ვაკელი გოგონა შეხვდა მეგობარს, ხოოდა... – ძალიან მაგარი ანეკდოტები

  • თბილისელები
  • 29 იანვარი 22:11, 2018 წელი

გურული ავტობუსის გაჩერებაზე დგას მთვრალი და ელექტრობოძს ებღაუჭება.
– რას აკეთებ? – დაინტერესდა მეორე ნასვამი გურული.
– ავტობუსს ველოდები.
– გაგიჟდი?! მაგხელა "სტოლბით" ვინ შეგიშობს ავტობუსში?

***


დეპუტატი გულის შეტევით მოხვდა საავადმყოფოში. მიიღო დეპეშა კოლეგებისგან: „გისურვებთ გამოჯანმრთელებას. 125 ხმით 64-ის წინააღმდეგ!“.


***
თეთრკანიანი და შავკანიანი წაკამათდნენ. შავკანიანი არ თმობს:
– როცა დავიბადე, შავი ვიყავი, მოვკვდები და შავი ვიქნები. მცივა, მცხელა, მზეზე ვირუჯები – შავი ვარ. შენ ვარდისფერი დაიბადე. გცივა – ლურჯდები, გცხელა – წითლდები, მზეზე ყავისფერი ხდები, ავადმყოფობისას მწვანდები და რომ მოკვდები, რუხი ფერის იქნები...
– მერე?
– რა მერე? კიდევ მე ვარ ფერადკანიანი?


***
კაცი დაღლილი დაბრუნდა სახლში სამსახურიდან. გახარებული შვილები კარებთან დახვდნენ:
– მამიკო, მამიკო, მოდი, ვითამაშოთ.
– კარგი, ოღონდ „მავზოლეუმობანა“ ვითამაშოთ – მე ლენინი ვიქნები და თქვენ საპატიო ყარაული.


***
ვაკელი გოგონა შეხვდა მეგობარს:
– როგორ მოგწონს ჩემი ახალი ქმარი?
– შენ ყველაფერი გიხდება, საყვარელო.


***
– ექიმო, თქვენთან სამი თვის წინ ვიყავი, რევმატიზმი დამიდგინეთ და მირჩიეთ, სინესტეს მოერიდეო.
– კი, მახსოვს. ახლა რაზე მოხვედი?
– ექიმო, ძველით ახალი წლისთვის მაინც, თუ შეიძლება, ვიბანაო?


***
– დედა, ცოლი უნდა მოვიყვანო.
– მოიყვანე, შვილო, უკვე დროა... ოღონდ მომისმინე: ჯერ გურული მოიყვანე და 3 წელში გაეყარე... მერე, მეგრელი შეირთე და ბოლოს, იმერელი.
– რას მეუბნები, დედა?
– ხო, შვილო, დამიჯერე. გურული მოგარჯულებს, როგორც საჭიროა. მეგრელები კი მოხერხებული ხალხია, ერთმანეთის დახმარება უყვართ, წინ წაგწევენ ცხოვრებაში, თანამდებობსაც გამოკრავ ხელს და ფულიც გექნება...
– და, იმერელი რაღად მინდა?
– ოჰ, მაგათმა ისეთი დატირება იციან...


***
ერთი თვის გათხოვილ შვილს ურეკავს დედა და ეკითხება:
– აბა, შვილო, როგორია გათხოვება, როგორი ურთიერთობა გაქვს ქმართან?
– ურთიერთობა კარგი, უბრალოდ, რაც მისი ცოლი გავხდი, მის თვალში გავიზარდე.
– ეგ როგორ?
– ადრე, თაგუნიას მეძახდა, ახლა კი ვირთხა ვარ.


***
აბაზანიდან გამოსული ქმარი ეკითხება ცოლს:
– ტელეფონი რეკავდა?
– კი...
– მე მიკითხეს?
– მარტო შენ არა... დედაშენიც მოიკითხეს, შენი ცოლ-შვილიც და ნათესაობაც!


***
ცოლ-ქმარი ტაქსის აჩერებს:
– რამდენად გაგვიყვან დიღმამდე?
– 7 ლარად.
– ცოლის გარეშე?
– 7 ლარად.
– აჰა, ხომ გეუბნები, არაფრად ღირხარ მეთქი...

წყარო: თბილისელები