ბოლო ორ თვეში ამოღებული ნარკოტიკები - საგანგაშო მაჩვენებელი

  • primetimenews.ge
  • 29 იანვარი 12:55, 2018 წელი

დეკემბერსა და იანვარში არაერთი მსხვილი ნარკორეალიზატორია დაკავებული და შესაბამისად, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებები.

"პრაიმტაიმი" შეეცადა, გაერკვია თუ რამდენი ადამიანის დოზა შეიძლება ყოფილიყო ბოლო ორი თვის განმავლობაში ამოღებული ნარკოტიკები. 


შსს-ს ინფორმაციით, დეკემბერსა და იანვარში ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია: 


2 კილოგრამამდე ჰეროინი – დოზების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ რაოდენობის ჰეროინი შესაძლებელია მინიმუმ 30 ათასმა ადამიანმა გამოიყენოს. 


4 კილოგრამამდე ოპიუმი – მისი გადანაწილება შესაძლებელია 20 ათას ადამიანზე. 


576 ცალი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები (სუბოტექსი) – შესაძლებელია 4600 ადამიანზე განაწილება. 


ბიოს შემცველი 500 ფირფიტა – 1000 ადამიანზე. 


გარდა ამისა, დეკემბერ-იანვარში ამოღებულია სხვადასხვა ოდენობის ისეთი ნარკოტიკული საშუალებებიც, როგორიცაა ე.წ. სირეცი, "მეტადონი" და სხვ.


აღსანიშნავია, რო საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შემოტანის ფაქტზე დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე, რომლებიც ნარკოტიკების გასაღებას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აპირებდნენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ქსელით თურქეთი და ევროპის ქვეყნები ავღანური ნარკოტიკით მარაგდება.




სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge