„ბოლო პერიოდში ფეხმძიმე ვიყავი, მაგრამ ეს ამბავი ცუდად დასრულდა…“

  • სარკე
  • 24 იანვარი 17:29, 2018 წელი

სოფო ბედია "სარკესთან" ორსულობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მასა და მის ქმარს უტაქტო შეკითხვებით გულს სტკენენ.

"ამდენი შეკითხვა დისკომფორტს გვიქმნის. მგონი, უშვილო არ ვარ, რადგან ნიკუშა მყავს. ოჯახის წევრების გარდა, უკვე თითქმის ყველა მეკითხება, მეორე შვილს რატომ არ ვაჩენთ, რაც გამაღიზიანებელია. მეც და მიშასაც არანორმალურად გვიყვარს ბავშვები და, როცა გვეკითხებიან, რას ვაპირებთ, ძალიან განვიცდით.


მიშას კარგად ვიცნობდ ა ვიცი, რომ გული სტკივა, როცა ამას ეკითხებიან, მაგრამ არ იმჩნევს. ბოლო პერიოდშიც ვიყავი ფეხმძიმედ, მაგრამ ეს ამბავი ცუდად დასრულდა. ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ, იმ ეტაპზე უფლის ნება არ იყო. ღმერთს ვთხოვ, რომ ამ წელს მაინც მაჩუქოს შვილი. თუ არადა, როცა ინებებს, მაშინ იყოს.


ფეხმძიმობის შეწყვეტა თქვენი გადატვირთული რეჟიმის გამო ხომ არ მოხდა?


ეს არაფერ შუაშია. ასეთ საკითხებში ძალიან ჭკვიანი ქალი ვარ და გაფრთხილებაც ვიცი.

წყარო: სარკე