თიკა ჯამბურიას გუდაურში მაშველები 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ

  • სარკე
  • 24 იანვარი 12:46, 2018 წელი

მომღერალი თიკა ჯამბურია გუდაურში თავსგადამხდარ ისტორიას იხსენებს:

 


"ძალიან მიყვარს სრიალი, ბავშვობიდან ვდგავარ თხილამურებზე და კარგად ვსრიალებ. წელს "ხიჟინიდან" გვიან ჩამოვედით, დაგვაგვიანდა, აგვერია გზა, გადავედით გაუკვალავში და დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში გვეძებდნენ, გვიპოვეს მაშველებმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მათ. ხომ იცი, საშიშ ფილმებში როგორ ხდება, ამ დროს გიჯდება ტელეფონი, რამდენიმე ნაცნობი იყო და რამდენიმე იქვე გავიცანით, რამდენ ხანს მოვდიოდით, აღარ მახსოვს. ჩემმა მეგობარმა დარეკა და ვთხოვე, რომ მაშველებისთვის შეეტყობინებინა. ნახევარი მეტრის იქით არაფერი ჩანდა. მაგრა ყინავდა…" - იხსენებს თიკა ჯამბურია.


 

წყარო: სარკე