"ილიკო გენიოსია - სუხიშვილების წინა თაობასაც ასე ებრძოდნენ, ალბათ"

  • facebook.com
  • 15 იანვარი 23:42, 2018 წელი

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ქართული ეროვნული ბალეტის - სუხიშვილების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. 

გვარამია წერს,  სუხიშვილები და მათი ცეკვები ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მლანძღაველები კი ისტორიამ არ შემოინახა


"ძალიან მომწონს. ილიკო სუხიშვილი გენიოსი მგონია. და არ მესმის იმათი, ვინც ყველაფრის კონსერვაციას ითხოვს. ცეკვა ცოცხალი ხელოვნებაა და მისი სიცოცხლე განვითარებაშია (როგორც საკუთრივ ცეკვის, ასევე აკომპონიმენტის და კოსტუმის).


ვისაც გონია, რომ რასაც ქართულ ხალხურ ცეკვას ეძახის, ის ქართული ხალხური ელემენტების გამოყენებით დადგმული არაა იმავე სუხიშვილების მიერ 50-იანებში და 60-იანებში და ჯოჯიკი და მისი ცოლი ან შუშანიკი და ვარსქენი ცეკვავდნენ მეხუთე საუკუნეში, არაფერი არ ცოდნია. სუხიშვილების წინა თაობასაც ასე ებრძოდნენ, ალბათ. და მაინც სუხიშვილები და მათი ცეკვები დაგვრჩა, მლანძღაველები კი ისტორიამ არ შემოინახა. ასე იქნება ახლაც", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში. 


ცნობისთვის, საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა სუხიშვილების ერთ-ერთ ცეკვას მოჰყვა, რომელშიც მათ ახალი ელემენტები შემოიტანეს.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com