"ჩვენ განსაკუთრებული ხერხით გვინდა სქესი გავიგოთ და ეს საქართველოში მოხდება"

  • სარკე
  • 10 იანვარი 14:09, 2018 წელი

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ორსულადაა. ის 4 თვის ორსულია. 27 წლის ნუკი და მისი ამერიკელი ქმარი, 39 წლის ბენ ჰაიმი ივნისში პირველი შვილის შობლები გახდებიან.

ამის შესახებ ნუკიმ ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, ახლა კი ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა ვრცლად ამ თემაზე.


„ზაფხულში გადავწყვიტეთ, შვილი გვყოლოდა. უკვე ორი წელია ერთად ვართ და ბავშვიც გვინდოდა, თუ გამოვიდა, გამოვიდა, თუ არა და არსად გვეჩქარება-თქო, ვამბობდით. მოლოდინი კი გვქონდა, მაგრამ მაინც არ ველოდით , რომ ასე სწრაფად დავფეხმძიმდებოდი, ამიტომ ძალიან გაგვიხარდა.


სქესი ჯერ არ ვიცით. ჩვენ განსაკუთრებული ხერხით გვინდა სქესი გავიგოთ და ეს საქართველოში უნდა მოხდეს. ჯერჯერობით ამერიკაში ვართ, მალე ვაპირებთ ჩამოსვლას" - ამბობს ნუკი

წყარო: სარკე