ავადმყოფობის გამო გიორგი მახარაძის ქიმიოთერაპია გადაიდო

  • სარკე
  • 10 იანვარი 13:38, 2018 წელი

მსახიობი გიორგი მახარაძე ქიმიოთერაპიის კურსს საქართველოში ჩაიტარებს. ამის შესახებ გიორგის ნათესავმა მარიამ ქაცარავამ ჟურნალ "სარკესთან" ისაუბრა.

"ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, თურქეთიდან მედიკამენტები წამოიღო. ქიმიოთერაპიის კურსს აქ ჩაიტარებს, რადგან თურქეთში ეს ძალიან ძვირი ჯდება, პერიოდულად კონტროლზე კი იქ ივლის.


ქიმიოთერაპიის პირველი კურსი 5 დღეს გაგრძელდება, შემდეგ 2 კვირა დაისვენებს და გააგრძელებს.


უკვე უნდა დაეწყო მკურნალობა, მაგრამ გაციებულია და ასეთ დროს არ უკეთებენ, რადგან ეს პროცედურა მთელ ენერგიას და იმუნიტეტს აცლის ორგანიზმს” – ამბობს მარიამი.

წყარო: სარკე