საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ზაზა ჯანაშიამ იყიდა

  • pia.ge
  • 6 იანვარი 17:58, 2018 წელი

საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ამავე კლუბის ამჟამინდელმა დირექტორმა, ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ იყიდა.

ახალი მფლობელის ინფორმაციით, ის კლუბში სიახლეებს გეგმავს.


"ცვლილებები და სიახლეები შეეხება ფეხბურთელებსაც და მენეჯმენტსაც", - აცხადებს ჯანაშია


ზაზა ჯანაშია საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელად, გასული წლის გაზაფხულზე დაინიშნა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჯანაშია კლუბის 51%-იანი წილის ყიდვას აპირებდა.


საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" ელექტრონული აუქციონის შედეგად 61 000 ლარად გაიყიდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge