თბილისში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • pia.ge
  • 6 იანვარი 12:19, 2018 წელი

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოხდა.

როგორც "პირველს" შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.


უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge