პატრულის თანამშრომელი და მისი ცოლი სახლში გარდაცვლილები იპოვეს

  • imedinews.ge
  • 4 იანვარი 20:38, 2018 წელი

თბილისში, პატრულის თანამშრომელი მეუღლესთან ერთად, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა თემქის დასახლებაში გუშინ დილით მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმრის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge