აბაშაში შუახნის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

  • 4 იანვარი 20:30, 2018 წელი

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში 50 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
უწყებაში დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობენ.