ზვავში მოყოლილ ტურისტებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ

  • 4 იანვარი 18:35, 2018 წელი

მესტიაში, კურორტ თეთნულდის მიმდებარედ, ზვავში მოყოლილი ტურისტებიდან ორ მათგანს მესტიის საავადმყოფოში სამედიცინო დახმარება უტარდება.

ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდა ამისა, მედიკოსების ცნობით, შესაძლოა, ერთ-ერთი დაშავებულის ზუგდიდის ან ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში რეფერირება გახდეს საჭირო.


"ერთს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, კისრის მალები აქვს დაზიანებული. აქ არის ტრავმატოლოგთა ჯგუფი, თუ იქნება საჭირო, ადგილზე გავუკეთებთ ოპერაციას. მეორე პაციენტს კი გადავუღებთ რენდგენოგრამას და შემდეგ გადაწყდება, ზუგდიდის ან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება თუ არა საჭირო“, - ამბობენ მესტიის საავადმყოფოში.