ზვავმა დედა - შვილი იმსხვერპლა ავსტრიაში

  • imedinews.ge
  • 4 იანვარი 18:29, 2018 წელი

ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა სამხრეთ ტიროლში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად. ინფორმაციას Sudtirol News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით ზვავი ფინშგაუს ველზე გუშინ ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის იქ გერმანელი მოთხილამურეების ცხრაკაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.

ზვავის ქვეშ ქალი და მისი 11 წლის ქალიშვილი მოყვა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა, დედა კი - რეანიმაციაში.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge