2017 წლის მესამე კვარტალში კაცების საშუალო ხელფასი 1293 ლარი, ხოლო ქალების 809 ლარი იყო

  • imedinews.ge
  • 4 იანვარი 18:06, 2018 წელი

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით, 1293,8 ლარია, ხოლო ქალთა - 809,4 ლარი.

მამაკაცები ყველაზე მაღალ ანაზღაურებას საფინანსო საქმიანობიდან იღებენ, ამ სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2624 ლარია, ხოლო ქალების ანაზღაურება ამ სექტორში 1405,6 ლარია.


მამაკაცები ყველაზე დაბალ ანაზღაურებას განათლების სფეროში იღებენ, 2017 წლის III კვარტლის მონაცემებით, ამ სექტორში მამაკაცების ყოველთვიური საშუალო ნომინალური ხელფასი 639 ლარი, ხოლო ქალებისთვის განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ხელფასი - 545,7 ლარია.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge