"ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან"

  • 4 იანვარი 17:59, 2018 წელი

მაღიზიანებს - ბევრი რამ – ჟურნალისტების დაბალი კომპეტენცია.

ვგრძნობ - ყველაფერს


მეშინია - არაფრის


ვიცი - არაფერი


არ ვიცი - არაფერი


შემიძლია - ყველაფერი


არ შემიძლია - ყველაფერი


ვმეგობრობ - ყველასთან


ვაპატიებ - თითქმის ყველაფერს – მართლა შემოქმედს ყველაფერს, ”სიაფანდს” – არაფერს


ვტირი - თითქმის არასოდეს


ვიცინი - ყოველდღიურობაზე


ვეძებ - სიმყუდროვეს


ღირსი ვარ- ვიყო ის, რაც ვარ


ვჩხუბობ - კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება


ვკარგავ - დროს


მშურს - არაფრის


ვემალები - ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ


ვემტერები - თაღლითებს


მაინტერესებს - ყველაფერი


არ მაინტერესებს - უნიჭო შემოქმედება


მახსოვს - დაბადების პირველი 2 წელი


მრცხვენია - არაფრის, უსირცხვილო ვარ


უარვყოფ- მარქსიზმს


ვავადმყოფობ - იშვიათად


ვმალავ - არაფერს


ვინახავ - ფულს ბანკში


მწამს - მუსიკის


მიკვირს - ყველაფერი ახალი


მიხარია - ის, რომ მამა ვარ


ვჭორაობ - პოლიტიკაზე


ვდარდობ - იშვიათად


ვამაყობ - საკუთარი სიმღერებით


ვაკეთებ - საკუთარ სიმღერებს


ვეფერები - საკუთარ შვილს და ცხოველებს


მსიამოვნებს - ოჯახური სიმყუდროვე


მესიზმრება - გამთლიანებული საქართველო


ვეხმარები - შეძლებისდაგვარად ყველას


ვეწევი - სიგარეტ ”კენტს”


მწყინს - როცა მატყუებენ


ვხარჯავ - ენერგიას


ვღალატობ - ხანდახან პრინციპებს


ვკამათობ - გემოვნებაზე


ვუხეშობ - საკუთარ ძაღლთან


ვუსმენ - მოცარტს


ვყოყმანობ - იშვიათად


ვკითხულობ - წიგნებს ცხოველებზე


ვამზადებ - ყავას


ვუყურებ - კომპიუტერის მონიტორს


ვკლავ - არავის


ვაფუჭებ - არაფერს


ვცხოვრობ- მშვიდად


ვცემ - არავის


ვყვირი - არასოდეს


ვმღერი - ყოველთვის


ვასრულებ - საკუთარ სიმღერებს


დავდივარ - ძაღლის გასასეირნებლად


ვმკურნალობ - მოჭარბებულ ემოციებს


ვერიდები - ალკოჰოლურ სასმელებს


ვთამაშობ - კომპიუტერულ თამაშებს


ვიტყუები - არასდროს


ვეთაყვანები - დიდ კომპოზიტორებს


ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე - 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე


მიყვარს - მუსიკა


ვოცნებობ - მშვიდობაზე


ვფიქრობ - შვილებზე


მძულს - ტყუილი


ვნანობ- არაფერს


კმაყოფილი ვარ - მუსიკით


მენატრება - ცა


მსურს- ბევრი რამ


ვაგროვებ - საკუთარ გამოცდილებას


ვიხდი- ყველაფერს


ვეჭვიანობ - არაფერზე


”ვკაიფობ” - ყველაფერზე


ვიზიდავ - ყველას


ვალამაზებ - ყველაფერს.