დავით ნარმანია: კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით

  • ასავალ დასავალი
  • 6 ნოემბერი 17:52, 2017 წელი

"კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით", – ამის შესახებ თბილისის მოქმედი მერი დავით ნარმანია გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.

"კიდევ ერთი წელი რომ გვქონოდა, მილიონ ხეს დავრგავდით. ხელი შეგვიშალა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიამაც, რადგან რამდენიმე თვის განმავლობაში სრულიად გადართული ვიყავით წყალდიდობის შედეგების სალიკვადიციო სამუშაოებზე და როგორც ადამიანური, ისე ფინანსური რესურსიც მთლიანად ამისკენ იყო მიმართული.


მიუხედავად ამისა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ბოლო 3 წელიწადში უფრო მეტი ხე დაირგო, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთად აღებული", – აცხადებს დავით ნარმანია.

წყარო: ასავალ დასავალი