ნანი ბრეგვაძემ ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას პატივი მიაგო

  • 12 ოქტომბერი 21:53

მომღერალი ნანი ბრეგვაძე, მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

მომღერლის თქმით, ლიკა ქავჟარაძე იყო ფანტასტიური მსახიობი და არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ადამიანი.


"რთულია დაახასიათო ლიკა, ის იყო არაჩვეულებრივი. მასზე მხოლოდ კარგი შეიძლება ითქვას. ის არასდროს ამბობდა რომ ცუდად იყო, თუმცა ჩვენ ვიცოდით, რომ ის მაინცდამაინც კარგად არ იყო. საშინელებაა, რაც ახლა მოხდა", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.


მსახიობი ლიკა ქავჟარაძე, გუშინ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.