თქვენმა ლიდერმა ჩასარეცხები უწოდა ასეთ ადამიანებს, ბოდიში მოიხადე ლიკას სულის წინაშე

  • postalioni.com
  • 12 ოქტომბერი 20:12

საპარლამენტო  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებას კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი ეხმაურება.

“რა უფლებით იძახით ამას!!!თქვე მკვლელებო!!!თქვენმა მთავრობამ რატომ არ მიხედა !!! ლიკას ბევრჯერ უთქვია ჩემთვის თუ არა ბიძინა ივანიშვილის დახმარება, არ ვიცი რა მეშველებოდაო!!! თქვე პოპულისტებო, მკვლელებო!!! თქვენმა ლიდერმა სააკაშვილმა ჩასარეცხები უწოდა ასეთ ადამიანებს. ბოდიში მოიხადე ლიკას სულის წინაშე შე არაკაცო!”-წერს დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, 15 დეკემბერს ლიკა ქავჟარაძის ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, მსახიობს “ობიეტივის” პირდაპირ ეთერში შეატყობინა.

სრული ვერსიის ნახვა postalioni.com