ბათუმში ორი ბიზნესმენი დაჭრეს

  • topambebi.com
  • 12 ოქტომბერი 19:13

ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანია “მეგაპალასის” დამფუძნებლები დაჭრეს. კომპანიის 50 პროცენტიანი წილის მფლობელი ჯუმბერ ზოიძე ორივე ფეხშია დაჭრილი.

ოჯახის ახლობლების კერძო საუბრების მიხედვით, თავდამსხმელი, რომელიც უკვე დაკავებულია და კომპანიის მეორე დამფუძნებლის, ლევან ხიმშიაშვილის, ოჯახის წევრია, ფულს ითხოვდა, და კონფლიქტიც სწორედ ამის გამო მოხდა.


რაც შეეხება მეორე დაჭრილს, ის კომპანია “მეგა-პალასის” 50 პროცენტიანი წილის მფლობელის ლევან ხიმშიაშვილის ძმაა.

სრული ვერსიის ნახვა topambebi.com